მეორადი დიაგნოზი გერმანიიდან

Zweite Diagnose

აღნიშნულ სერვისს ვთავაზობთ ადამიანებს, რომელთაც დროის ან ფინანსური მიზეზების გამო არ შეუძლიათ გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება.

თუ თქვენ სურვილი გაქვთ გაეცნოთ გერმანელი ექიმის მოსაზრებას თქვენს ქვეყანაში დასმული დიაგნოზის შესახებ, ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ განმეორებითი დიაგნოზი გერმანიიდან. თქვენი სურვილის შემთხვევაში გერმანელი ექიმები შეადგენენ თქვენთვის საჭირო მკურნალობის გეგმას და განსაზღვრავენ საჭირო მედიკამენტებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მომსახურება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგიძლიათ გერმანიაში ჩამოსვლა და ექიმთან პირადი ვიზიტით სარგებლობა. განსაკუთრებით მძიმე დაავადებების შემთხვევაში, პირადი ვიზიტის დისტანციური მეთოდით ჩანაცვლება არა არის რეკომენდირებული.