კურსები და კვალიფიკაციის ამაღლება გერმანიაში

Advanced Training

თუკი თქვნ სურვილი გაქვთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია გერმანიაში, დაესწროთ კონგრესებს, სემინარებს და გამოფენებს თქვენი მოღვაწეობის სფეროდან, დაგვიკავშირდით!

Bridge to Germany ანხორციელებს საგანმათლებლო პროექტებს საქართველოში, როგორც ადგილზე გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით, ასევე გთავაზობთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას გერმანიაში.

ასევე დაგეხმარებით გერმანელი სპეციალისტების საქართველოში მიწვევაში თქვენთვის სასურველი სფეროდან.

ჩვენ მოგიძიებთ შესაფერის ღონისძიებას და დაგიგეგმავთ საქმიან ვიზიტს გერმანიაში. სურვილის შემთხვევაში უზრუნველვყობთ თქვენს ტრანსპორტირებას. ასევე შეგირჩევთ მძღოლს, თარჯიმანს, გიდს.

ჩვენი შეთავაზება მოიცავს:

  • კონგრესებს
  • სემინარებს
  • კონფერენციებს
  • ენის შემსწავლელ კურსებს
  • გამოფენებს 
  • ვიზიტებს ორგანიზაციებში, საწარმოებში

ჩვენ ვურჩევთ კომპანიებს, მენეჯერების და მომსახურე პერსონალის გერმანელი ექსპერტების მიერ გადამზადებას და ვეხმარებით მათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების სრულ ორგანიზებაში. Bridge to Germany აკეთებს როგორც ინდივიდუალურ, აგრეთვე ჯგუფური კურსების ორგანიზებას.

გერმანული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზირება ხდება ასევე კერძო პირებისათვის, სტუდენტებისათვის და მოსწალეებისათვის. ჩვენ მზად ვართ სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობისათვის და ინტერესით ვიღებთ ახალ შემოთავაზებებს.