ინვესტიციებთან დაკავშირებული კონსულტაცია გერმანიაში

Real Estate

საწარმოო უძრავი ქონების შეძენის ინტერესი გერმანიაში უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნება რუსი და არაბი ინვესტორების მხრიდან. მათ გერმანიაში საწარმოო უძრავი ქონების დაბალი ფასები, მაღალი ლიკვიდურობა, რენტაბელურობა და უსაფრთხოება იზიდავთ.

Bridge to Germany პარტნიორებთან ერთად დაგეხმარებათ გერმანიაში ყველა ტიპის საწარმოო უძრავი ქონების, როგორიცაა სასტუმროები, საოფისე შენობები, სავაჭრო ცენტრები, საცალო ვაჭრობის ობიექტები, საერთო საცხოვრებელი სახლები და ინდუსტრიული ნაგებობები, მოძიებას, შეძენასა და გაქირავებაში.

ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავაჭრო ცენტრები და საცალო ვაჭრობის ობიექტები
  • საოფისე შენობები და საერთო საცხოვრებელი სახლები
  • სასტუმროები და რესტორნები
  • ინდუსტრიული ნაგებობები

Bridge to Germany - ის დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ გერმანიაში კერძო მოხმარების იბიექტების - სახლების, ვილებისა და ბინების შეძენა.

შეძენამდე:

  • ინფორმაცია გერმანიაში სასურველი უძრავი ქონების შესახებ (ასევე ელექტრონული ფოსტითაც)
  • ნახაზები (საერთო გეგმა, სურათები და ძირითადი მონაცემები ასევე ელექტრონული ფოსტით)
  • ობიექტის რენტაბელურობა და ლიკვიდურობა

მომსახურება გერმანიაში უძრავი ქონების შეძენის შემდეგ:

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს მიერ შეძენილი უძრავი ქონების დაზღვევას, გაქირავებასა და მოვლას. იმ შემთხვევაში, თუ Bridge to Germany თქვენს ობიექტზე პასუხისმგებლობას იკისრებს, თქვენ არ დაგჭირდებათ გერმანიაში ყოფნა თქვენი ქონების განსაკარგავად. Bridge to Germany წარმოადგენს თქვენს ინტერესებს გერმანულ ორგანიზაციებში და დამქირავებლებთან.

Bridge to Germany იზრუნებს ყველა საკითხსა თუ პრობლემაზე და იზრუნებს იმაზე, რომ თქვენს საბანკო ანგარიშზე დროულად და დაუბრკოლებლად მიიღოთ შეძენილი ობიექტიდან მიღებული შემსავალი.

  • ნაყიდი ობიექტის დაზღვევა
  • შემდგომი შუამდგომლობა
  • თქვენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შეკითხვების წარმოქმნის შემთხვევაში წარმომადგენლობის გაწევა სხვადასხვა ორგანოებში
  • პასუხისმგებლობის აღება დამქირავლებლის  მიერ გადახდის განხორციელებასა და თანხის მიღებაზე