პრევენციული ღონისძიებები გერმანიაში

Präventionsmaßnahmen in Deutschland

Bridge to Germany გთავაზობთ პრევენციულ ღონისძიებების ჩატარებას (პროფილაქტიკური გამოკვლევას) გერმანიაში. ეს ხელს შეგიწყობთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ცხოვრების სტაბილური, ჯანსაღი რითმი და თავიდან აიცილოთ გართულებული ფორმის მძიმე დაავადებები.

მთლიანი სხეულის ტომოგრაფია, ოსტეოდენზიტომეტრია, სპიროერგომეტრია, 3D და 4D ულტრაბგერები პრენატალური დიაგნოსტიკისათვის (ფეხმძიმობის დროს). გარდა ამისა, ნაყოფის დიაგნოსტიკა მომავალი დედებისათვის.

აღნიშნული შემოთავაზებით ხშირად სარგებლობენ პაციენტების ოჯახის წევრები, ტურისტები და გერმანიაში სამუშაო მივლინებით მყოფი პირები.

გონივრული კომბინაციის საშუალებით (ტურიზმი და მედიცინა, სამსახურეობრივი მივლინება და მედიცინა) თქვენ საშუალება გეძლევათ მაქსიმალურად ისარგებლოთ გერმანიაში გატარებული დროით და იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

სრული გამოკვლევა:

  • მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დასხივების გარეშე (MRT)
  • ვირტუალური კილოსკოპია
  • ნაწლავების გაშუქება ენდოსკოპის გარეშე
  • მიღებული შედეგების დაწვრილებითი ანალიზი (3D ფორმატში)

საბაზისო გამოკვლევა:

  • სხეულის გასინჯვა
  • ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლის საერთო ანალიზი, თირკმელების მაჩვენებლები, ღვიძლის მაჩვენებლები, ქოლესტერინი, ჩიყვის მაჩვენებლები
  • გულის ფუნქციის გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა
  • ფილტვების ფუნქციის შემოწმება
  • მიღებული შედეგების ანალიზი

დამატებითი გამოკვლევები:

  • თვალის გამოკვლევა
  • გინეკოლოგიური გამოკვლევა და მკერდის გამოკვლევა
  • სისხლძარღვების გამოკვლევა, სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტონია), არტერიოსკლეროზი
  • კონსულტაციები სწორ კვებათან დაკავშირებით
  • ნევროლოგიური გამოკვლევა
  • ძვლების სიმტკიცის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • კანის გამოკვლევა
  • მეხსიერების შემოწმება
  • ცალკეული ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • ინდივიდუალური გენური ტესტი
  • ალერგიების გამომწვევთა ზუსტი იდენტიფიკაცია
  • სხვა სამედიცინო გამოკვლევები შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში

პრენატალური დიაგნოსტიკა:

პრენატალური დიაგნოსტიკა განკუთვნილია ფეხმძიმობის პერიოდში, მომავალი დედებისათვის.

პრენატალური დიაგნოსტიკის ფარგლებში ხდება ჩანასახის გამოკვლევა. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ, თვალ-ყური ადევნოთ ჩანასახის განვითარებას, ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინოთ განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევები და მიიღოთ შესაბამისი ზომები.

პრენატალური დიაგნოსტიკა ტარდება 3D და 4D ულტრაბგერითი ტექნოლოგიებით. რეკომენდირებულია გერმანელი ექიმების მიერ.