BRIDGE TO GERMANY – ს შესახებ

ueber btg

Bridge to Germany  (ხიდი გერმანიასთან) წარმოადგენს გერმანულ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მდებარეობს მიუნხენში. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ორი პროფილისაგან შედგება: ფირმების კონსულტაცია და სამედიცინო მენეჯმენტი:

ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ გერმანულ და აღმოსავლეთ ევროპის ფირმებს, მათ შორის ქართულ კომპანიებს კონტაქტების დამყარებასა და კოოპერაციაში. ჩვენ ვემსახურებით, როგორც ფირმებს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს.

Bridge to Germany უზრუნველყოფს შეკვეთების სწრაფ, შეუფერხებელ გაფორმებას, მხარდაჭერას კოოპერაციული ხელშეკრულებების დადებისას გერმანულ კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან. ასევე გთავაზობთ თქვენი პროექტების მენეჯმენტს გერმანიაში,  გერმანული საქონლის შესყიდვას და ლოგისტიკას.

Bridge to Germany გთავაზობთ გერმანიაში სამედიცინო ვიზიტების პროფესიულ დაგეგმვას, სავიზო მხარდაჭერას, მომსახურების უმაღლეს ხარისხს და კლიენტების ანონიმურობის დაცვას. ჩვენ უზრუნველვყოფთ გერმანიაში მკურნალობის სრულ ორგანიზებას. 

ჩვენ თქვენთვის ხელმისაწვდომს ვხდით პირველი კლასის სამედიცინო მომსახურებასა და სამედიცინო დაზღვევას მსოფლიო მასშტაბით, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მკურნალობის საშუალებას გაძლევთ, ასვე თქვენს სამშობლოში.

თქვენთვის მომსახურების გაწევა გერმანიაში ხორციელდება თქვენს მშობლიურ ენაზე. Bridge to Germany გთავაზობთ გამჭვირვალე ფასებს და გერმანულ ხარისხს.