რატომ BRIDGE TO GERMANY?

Warum Bridge to Germany

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გერმანიაში სამკურნალო ვიზიტების ორგანიზებაში, ცნობილი, საუკეთესო აპარატურით აღჭურვილი პარტნიორი კლინიკები, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები, მკურნალობის უახლესი მეთოდები, ვიზიტის ორგანიზება უმოკლეს დროში, კომპანიის გერმანიაში გერმანიაში მდებარეობა, კლიენტების მშობლიურ ენაზე მომსახურება – ეს არასრული ჩამონათვალი მეტყველებს Bridge to Germany – ზე, როგორც თქვენი ჯანმრთელობის საიმედო გზამკვლევზე საზღვარგარეთ მკურნალობის სურვილის შემთხვევაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გონივრულად, პროფესიონალების მიერ ორგანიზებული სამედიცინო ვიზიტი საზღვარგარეთ თქვენს საერთო ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ჩვენ თქვენს მგზავრობას, ცხოვრებას და მკურნალობას გერმანიაში  თქვენი მოთხოვნილებების შესაბამისად ვგეგმავთ, იქნება ეს ლუქს-პირობები VIP–სტუმრებისა და პაციენტებისათვის, თუ იქნება ეს გერმანიაში მკურნალობის ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვის სურვილი.

ჩვენ ჩვენს  კლიენტებს ვიღებთ გერმანიაში  როგორც სტუმრებს, ვზრუნავთ მათ მაქსიმალურ წარმატებასა კმაყოფილებაზე, ასევე გერმანიიდან გამომგზავრების შემდეგაც!

ჩვენი სპეციალისტების მომსახურებით თქვენ ზოგავთ თქვენს სახსრებს და დროს, ამასთან, როგორც გერმანიაში ყოფნისას, ასევე გერმანიიდან გამგზავრების შემდგომ, გარანტირებული გექნებათ კომპეტენტური მომსახურება, რაც წარმატებული სამედიცინო ვიზიტის საწინდარია.

გაცილებით ხელსაყრელი შესაძლებლობები?

ნაცნობ-მეგობრების მიერ დაგეგმილი მგზავრობა არც თუ იშვიათად დამატებით, გაუთვლელ ხარჯებს იწვევს. ასევე ხშირად აფერხებს მკურნალობის დროულ და ვიზიტების მოკლე დროში დაგეგმვას. ასეთ შემთხვევებში ხშირად ადგილი აქვს გამოცდილების და დროის სიმცირეს ორგანიზებასა და სამედიცინო თარგმანში, რაც მკურნალობის ორგანიზაციის ხარისხზე აისახება.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ სრულყოფილად ფლობთ გერმანულ ან ინგლისურ ენას, ჩვენი დახმარება მხოლოდ მგზავრობის დაგეგმვასა და კლინიკასთან ხელშეკრულების დადების დროს დაგჭირდებათ. ჩვენ ასევე გთავაზობთ სატელეფონო დახმარების გაწევას.