მკურნალობა გერმანიაში

ჩვენ ვთანამშრომლობთ გერმანიის საუკეთესო კლინიკებთან და სპეციალისტებთან. მათ შორისაა საუნივერსიტეტო კლინიკები, კერძო კლინიკები და დიაგნოსტიკური ცენტრები. ჩვენ ორგანიზებას ვუკეთებთ სამედიცინო ვიზიტებს მთელი გერმანიის მასშტაბით და ვზრუნავთ თქვენი ვიზიტის წარმატებით განხორციელებაზე.
გერმანიაში სამედიცინო ვიზიტები ხორციელდება დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციული გამოკვლევების მიზნით. სამკურნალო ვიზიტების დაგეგმვა ხორციელდება პაციენტების ინტერესების სრული დაცვით. ჩვენ ვემსახურებით გერმანიაში მკურნალობის მსურველ საქართველოს და დსთ-ს მოქალაქეებს.
თუ თქვენ გსურთ გერმანიაში მკურნალობა, სამკურნალო ვიზიტის კვალიფიციური დაგეგმვა და კონსულტაციები, გესაჭიროებათ ქართული ან რუსული ენის თარჯიმანი გერმანიაში, დაგვიკავშირდით!
Bridge to Germany გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს:
სამედიცინო მენეჯმენტი:
- კლინიკის და ექიმის ინდივიდუალური შერჩევა გერმანიაში
- სამკურნალო ვიზიტის სრული შეთანხმება და დაგეგმვა
- სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნა
- ქართულენოვანი თარჯიმნით უზრუნველყოფა
- გერმანული სამედიცინო დაზღვევა
დამატებითი მომსახურება
- ტრანსპორტით, მძღოლით უზრუნველყოფა
- ავიაბილეთების დაჯავშნა
- სასტუმროს, გრძელვადიანი ვიზიტის შემთხვევაში ბინით უზრუნველყოფა
- VIP მომსახურება გერმანიაში: კერძო თვითმფრინავით, მაღალი კლასის ავტომობილებით, დაცვით უზრუნველყოფა. პირადი მდივანი, ასევე სატელეფონო მომსახურება.
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პერსონალი და 24 საათიანი მომსახურება.
მომსახურება გერმანიიდან გამგზავრების შემდეგ:
მედიკამენტებით და სხვა სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა, მკურნალ ექიმთან კომუნიკაცია.
Bridge to Germany გთავაზობთ:
- მკურნალობის უახლეს მეთოდებს, და ევროპულ ხარისხს გერმანიის წამყვან კლინიკებში
- პირველი კლასის ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კლინიკებს
- კონკრეტული დაავადების სპეციფიკის მიხედვით შერჩეულ ექიმებს
- საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევას (რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს)
- კლიენტის ანონიმურობის დაცვას
- მომსახურებას თქვენს მშობლიურ ენაზე
- გამჭვირვალე და კლიენტებისათვის მისაღებ ფასებს
კვალიფიციურად დაგეგმილი სამედიცინო ვიზიტი, გერმანული კლინიკების უმაღლესი სტანდარტი, მომსახურების გერმანული ხარისხი, მაღალი რანგის ექიმები, სამედიცინო პერსონალი, უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური ცენტრები და სამედიცინო აპარატურა თქვენი წარმატებული ვიზიტისათვის უმთავრეს კომპონენტებია.
თანამშრომლობის მიზნით ჩვენი კარი ღიაა ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორებისათვის, სადაზღვევო კომპანიებისათვის, ტურისტული ფირმებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის.
ჩვენთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, ნუ დააყოვნებთ, დაგვეკონტაქტეთ!
გერმანიაში მკურნალობა - წინასწარი ხარჯთაღრიცხვა
გერმანიაში გამომგზავრებამდე თქვენ მიიღებთ ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც მითითებულია
გერმანულ კლინიკაში მკურნალობის თანხა.
ჩვენ უზრუნველვყოფთ პაციენტსა და კლინიკას შორის დადებული ხელშეკრულებისა და სამკურნალოდ განსაზღვრული თანხის სტაბილურობას. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში ვასრულებთ პაციენტსა და კლინიკას შორის შუამავლის ფუნქციას.
მკურნალობის თანხის გადახდა ხდება გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ უშუალოდ თქვენს მიერ კლინიკაში, მკურნალობის დაწყების წინ.
დაგვიკავშირდით, ჩვენ უზრუნველვყობთ პაციენტებისათვის ფასების სრულ გამჭვირვალობას.
გერმანიაში სამკურნალო ვიზიტი - სავიზო მხარდაჭერა, ტრანსპორტი
ჩვენ დაგეხმარებით ვიზასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარებაში. საჭიროების შემთხვევაში გამოგიგზავნით გერმანიაში სამკურნალო ვიზიტის დამადასტურებელ დოკუმენტს, საელჩოში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს.
ჩვენ უზრუნველვყობთ დახვედრას გერმანიის აეროპორტში და თქვენს ტრანსპორტირებას (საჭიროების მიხედვით: ავტომობილით, სამედიცინო ტრანსპორტით, ვერტმფრენით)
გერმანიიდან გამგზავრებისას ჩვენ მიგაცილებთ აეროპორტამდე და ვიზრუნებთ თქვენი ბარგის ტრანსპორტირებასა და საბაჟო მოსაკრებელის უკან დაბრუნებაზე.
ასევე გთავაზობთ VIP მომსახურებას გერმანიაში :
- კერძო თვითმფრინავის, მაღალი კლასის ავტომობილების დაჯავშნა
- პირადი დაცვა
- მდივანი
- დამხმარე პერსონალი
- საჭიროების შემთხვევაში 24 საათიანი მომსახურება
ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს კომფორტს გერმანიაში!
ქართულენოვანი თარჯიმანი გერმანიაში
Bridge to Germany გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ქართულენოვან თარჯიმნებს გერმანიაში მკურნალობის განმავლობაში. თარჯიმნის დაჯავშნა შეგიძლიათ გერმანიაში ჩამოსვლამდე.
ჩვენ ასევე ვთარგმნით თქვენს სამედიცინო დოკუმენტებს და გაძლევთ ინფორმაციის და დამკვეთის ანონიმურობის გარანტიას. თქვენი მომსახურება ხორციელდება ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ
თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენ ვაწარმოებთ მიმოწერას და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცვლას თქვენს მკურნალ ექიმთან, როგორც გერმანიაში, ასევე თქვენს სამშობლოში.
თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ სამი წლის მანძილზე შევინახავთ თქვენს სამედიცინო დოკუმენტაციას. გერმანიაში განმეორებითი ვიზიტის შემთხვევაში დაზოგავთ დროს და სახსრებს.
სამედიცინო ტურიზმი და დასვენება
გთავაზობთ კულტურულ და ტურისტულ ღონისძიებებს გერმანიაში, თქვენი სურვილების და ინტერესების გათვალისწინებით.
Bridge to Germany საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ გერმანიის უმშვენიერესი ქალაქები და გაეცნოთ მისი ბუნების მრავალფეროვნებას. ჩვენი სურვილია თქვენი სტუმრობა გერმანიაში მაქსიმალურად საინტერესო, ინფორმაციული და სასიმოვნო გავხადოთ.
ჩვენი ტურისტული და კულტურული სერვისის ჩამონათვალი:
- ექსკურსიები ქალაქში და ქალაქგარეთ
- სხვადასხვა თემატიკის მუზეუმები
- ოპერა, თეატრი, კონცერტები
- მოგზაურობის დაგეგმვა ასევე ევროპის მაშტაბით
- შოპინგტურები თქვენი ინტერესების გათვალისწინებით
თუ თქვენ გერმანიაში იმყოფებით ბავშვებით, გთავაზობთ ძიძის, ან დამხმარე პირის მომსახურებას. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს პატარებზე და მათთვის გულმოდგინედ ვარჩევთ საიმედო და გამოცდილ თანამშრომლებს.
გერმანული მედიკამენტები და სამედიცინო მოხმარების საგნები
შეიძინეთ გერმანული მედიკამენტები გერმანიაში, ქვეყნიდან გაუსვლელად. კომპანია Bridge to Germany ფოსტის საშუალებით მოგაწვდით მედიკამენტებს, ვიტამინებს, სამედიცინო მოხმარების საგნებს და სამედიცინო აპარატურას.
შეკვეთის მიღება შესაძლებელია თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:
- მედიკამენტის ყიდვა შესაძლებელია ურეცეპტოდ, ან
- რეცეპტი გაცემულია ევროკავშირში (მაგალითად გერმანიაში თქვენი მკურნალი ექიმის მიერ)
- მედიკამენტი ექვემდებარება ფოსტით გაგზავნას
სამედიცინო დაზღვევა გერმანიაში
სამედიცინო დაზღვევა გერმანიაში საქართველოს და დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებისათვის Bridge to Germany-ს განსაკუთრებული სერვისს განეკუთვნება.
მსოფლიოში წამყვან სადაზღვევო კომპანიასთან Allianz-თან თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია Bridge to Germany საშუალებას გაძლევთ დააზღვიოთ თქვენი ჯანმრთელობა გერმანიაში, რომლით სარგებლობაც შეგიძლიათ მსოფლიო მაშტაბით (ასევე თქვენ სამშობლოში!)
ევროპული სამედიცინო დაზღვევა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, გერმანიასა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ როგორც ინდივიდულური ასევე საოჯახო დაზღვევა. ჩვენ ვურჩევთ მათ, ვისი შემოსავალიც თვეში 3000 ევროს აღემატება, ისარგებლოს ამ განსაკუთრებული სერვისით.
ხარისხიანი კერძო დაზღვევა გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 2500 – 3000 ევროს ფარგლებში მერყეობს (დამოკიდებულია მაგ. ასაკზე, დაავადების რისკზე).
გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ უკვე მძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების სამედიცინო დაზღვევა შეუძლებელია.